“წინ ვუსწრებთ გაწერილ დღის წესრიგს…” – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების კონტექსტში ისაუბრა.
…ჩვენ დაუყვნებლივ განვახორციელეთ რეაგირება ევროკავშირის მოთხოვნებზე, შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომ 12 პრიორიტეტი შესრულებულიყო. ეს ინკლუზიური პროცესი მიმდინარეობს მთავრობის ყველა ფრთის, ისევე როგორც ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. სამუშაო ჯგუფები შეიქმნა პარლამენტში, თითოეული პრიორიტეტული მიმართულებით, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით. ჩვენ პროგრესი გვაქვს და წინ ვუსწრებთ გაწერილ დღის წესრიგს.
მინდა ნათლად განვაცხადო, საქართველო იმსახურებს ამ სტატუსს რომელიც მიგვიყვანს წევრობამდე და გახდის თაობების ოცნებას რეალობად, – თქვა მან.