“დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მეორე ფრონტის საშიშროება არ არსებობს”-ირაკლი ბათიაშვილი

დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მეორე ფრონტის საშიშროება არ არსებობს. წინარე ხელისუფლების პირობებში ამის საფრთხე იქნებოდა, რომელიც შეიძლება დამთავრებულიყო ჩვენთვის სავალალო შედეგით, – ამის შესახებ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.

„აგვისტოს ომი, როდესაც რუსეთი შემოიჭრა, რა შედეგებით დამთავრდა ყველას კარგად გვახსოვს. აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო სახელმწიფო, მოუმზადებელი იყო ხელისუფლება. ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი ბიჭები არიან შესანიშნავი მეომრები, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები ამისთვის მზად არ იყო.

ჩვენ რა თქმა უნდა უკრაინის სერიოზული მხარდაჭერა გვმართებს, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების ხელყოფას. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ საერთო საქმე უნდა ვაკეთოთ იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ, ამ საერთო საქმის კეთებაში გვმართებს მხარდაჭერა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამ საერთო საქმეში უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს – დეოკუპაციას“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share