მარტვილში ქურდობა მოხდა.
ანზორ კვაშილავას ოჯახიდან დიდი რაოდენობით თანხაა და ოქროულობაა წაღებული.
ოჯახი ამბობს, რომ სახლში თანხა სეიფში ჰქონდათ შენახული. კვაშილავას თქმით, ისინი დაახლოებით 30 წელია სოფლის მეურნეობიდან, ასევე, სხვა შემოსავლებიდან მიღებულ თანხას აგროვებენ.
საღამოს ოჯახის წევრები გვერდით მდებარე სახლში, ნათესავთან იყვნენ წასულები, რა დროსაც ბინაში უცნობი პირები შევიდნენ. მათ სეიფი კუსტარულად დამზადებული ხერხით გატეხეს.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლითაა დაწყებული.