გოგა ჩანადირის მიმართვა სპორტულ ჟურნალისტებსა და კომენტატორებს

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“მივმართავ სპორტულ ჟურნალისტებსა და კომენტატორებს – ნუ ამკვიდრებთ სეივს, კიპერს, ვინგერს, ვიდეორეფერსა და ასე შემდეგ. არაა საჭირო. ყველა მათგანს ქართული შესატყვისი აქვს – მოგერიება, მეკარე, გარემარბი, ვიდეომსაჯი. ენის დამახინჯება თქვენს სამეტყველო ლექსიკას არ ამდიდრებს, პირიქით, დიდ გაღიზიანებასაც კი იწვევს, რომ არაფერი ვთქვათ მშობლიური ენის ჩაწიხლვაზე.”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share