დღეს ჭადრების ბაღში – 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღეს ჭადრების ბაღში – 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.
 შეგახსენებთ, რომ 2021 – 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალურ მატჩს პარიზი უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს მადრიდის რეალისა და ლივერპულის გუნდები დაუპირისპირდებიან.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share