“ბრძნული იქნებოდა საქართველო რუსეთთან საზღვარს დროებით მაინც თუ ჩაკეტავდა”

რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტვიტერზე წერს, რომ საქართველომ სახმელეთო საზღვარი რუსეთთან უნდა ჩაკეტოს და ამით რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

“ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა თუ ქართველი ერი რუს ტურისტებს მოკლე პერიოდით მაინც ჩაუკეტავდა საზღვარს. ჯარში გაწვევის ასაკის მქონე კაცების შეშვება ამ პატარა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში, ძალიან სახიფათოა”,-წერს კინზინგერი.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ. ბოლო დღეებში ადგილობრივ და მსოფლიო მედიაში საქართველო-რუსეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან არსებულ რიგებზე გავრცელდა კადრები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share