ლანჩხუთში მუზეუმთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,გურული მხედრები – 130“ აღინიშნა

ლანჩხუთში მუზეუმთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,გურული მხედრები – 130“ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში აღინიშნა.
თავდაპირველად გურული მხედრების მოედანზე მათივე სახელობის ფირნიში საზეიმოდ ლანჩხუთის მერის პირველმა მოადილე ეკატერინე გუჯაბიძემ და კინორეჟისორმა ირაკლი მახარაძემ გახსნეს.
შემდეგ კი გურული მხედრების ისტორია გაიხსენეს და ექსპონატები დაათვალიერეს. აქვე შესრულდა არაერთი გურული სიმღერა.
მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან 1917 წლამდე 150-მდე გურულმა ცხენოსანმა გააცნო ამერიკასა და ევროპას თავიანთი ნიჭი და შემოქმედება. გურულ ვაჟკაცებს არც ქალბატონები უდებდნენ ტოლს ცხენოსნობაში. ისინი მეტ ხიბლსა და ლაზათს მატებდნენ ასპარეზობას.
მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის მუზეუმში. ასევე, გამოფენა გაიმართა ვალოდია წულაძის სახელობის მუზეუმში, სადაც ქართულ-უკრაინული სპექტაკლების შესახებ ვრცლად ისაუბრა ხელმძღვანელმა მაია ჩხაიძემ.
ღონისძიებებს სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share