29 წლის წინ რუსეთის მიერ პროვოცირებულ და მხარდაჭერილ ძალებთან სოხუმი დაეცა. ამას მოჰყვა ეთნიკური წმენდა, მასობრივი მკვლელობები და 250 ათას ადამიანზე მეტის იძულებითი გადასახლება.
დღეს უკრაინულმა თავგანწირვამ თავისუფლებისთვის, შექმნა რუსული იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი. რუსული აგრესია უკრაინაში დაუსჯელობის და დათმობების შედეგია.
რუსეთი პასუხს აგებს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე და იძულებული იქნება უკან დაიხიოს საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვაში. სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და მისი ყველა ოკუპირებული ტერიტორიის სრული განთავისუფლება მოხდება.
წერს ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა.