„არღვევს ოკუპაციის კანონს და რა თქმა უნდა, მიუღებელია“ – ასე ეხმაურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში.
რიჟვაძის თქმით, ეს ყოველგვარი საერთაშორისო ნორმის დარღვევაა.
„მინდა გამოვეხმაურო ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, არღვევს ოკუპაციის კანონს და რა თქმა უნდა, მიუღებელია. აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერანაირი ვიზიტი ვერ შეცვლის“, – განაცხადა რიჟვაძემ.