აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაბაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. “კოვიდ დადებით პირთან კონტაქტის გამო კვირის დასაწყისიდან ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ხოლო გუშინ მეც დამიდასტურდა ვირუსი. ამ დროისათვის განსაკუთრებული გართულებები არ აღმენიშნება და მკურნალობის კურსს გავდივარ ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო მუშაობას ვაგრძელებ დისტანციურ რეჟიმში. გისურვებთ ჯანმრთელობას”, _ წერს გაბაიძე.