ბელარუსის პრეზიდენტის პროვოკაციული ვიზიტი აფხაზეთში, პირდაპირ იყო შეთანხმებული კრემლთან და ეს ერთგვარი შანტაჟია ოკუპირებული რეგიონის აღიარების საკითხით – ამის შესახებ “მთავართან” ინტერვიუში, ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია საუბრობს.
ბელარუსის ოპოზიციის დევნილი ლიდერი, ხაგზასმით ამბობს, რომ ლუკაშენკოს პოზიცია არ გამოხატავს ბელარუსი ხალხის დამოკიდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ლუკაშენკო არის არავინ. ის წარმოადგენს მხოლოდ პუტინს, მაგრამ არა ბელარუს ხალხს. მისი ვიზიტი აფხაზეთში არის დე ფაქტო აღიარება, მაგრამ მხოლოდ მის მიერ და არა ბელარუსი ხალხის მიერ. უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ლუკაშენკო და ბელარუსელი ხალხი. ბელარუსები პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს” – ამბობს ტიხანოვსკაია
მისივე თქმით, ლუკაშენკო მხოლოდ კრემლის მარიონეტია, რომელიც პუტინის სურვილებს ასრულებს.
“ლუკაშენკო არის მხოლოდ პუტინის მოკავშირე, ის მხოლოდ კრემლის ნებას ასრულებდა პუტინი ახლა მას უფრო და უფრო ითრევს თავისკენ და აძალებს აღიაროს ეს ე.წ “ქვეყნები”, როგორიცაა აფხაზეთი, ლუგანსკი, დონეცკი და ა.ს ლუკაშენკოს შეუძლია აღიროს ყველაფერ რაც უნდა, მთავარია, რომ ამას არ იზიარებს ბელარუსი ხალხი. მან წააგო წლის არჩევნები, ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი რომელსაც არ აღიარებს არც ბელარუსი ხალხი და არც დემოკრატიული საზოგადოება, შესაძლოა ის ყირიმსაც ეწვიოს ან სხვა ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ის არ წარმოადგენს ბელარუსს როგორც ქვეყანას, ბელარუსელი ხალხი მას ლიდერად არ მიიჩნევს, მას სჯერა, რომ ლიდერია, მაგრამ ლიდერი ნამდვილად არ არის”, – ამბობს სვეტლანა ტიხანოვსკაია
სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან სრულ ინტერვიუს დღეს საღამოს, 19 საათზე, გადაცემა “დღის სტუმარში” შემოგთავაზებთ.