მიმდინარეობს თუ არა ოზურგეთის მერსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის მოლაპარაკებები

როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს ამ დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კოტე შარაშენიძესა და “ნაციონალური მოძრაობას” შორის არაოფიციალური შეხვედრა შედგა.

წყაროს ინფორმაციით, შეხვედრა კოტე შარაშენიძის საცხოვრებელ სახლში, ქალაქ ოზურგეთში, 26 მაისის ქუჩაზე შედგა.

როგორც გვატყობინებენ, მერთან, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერი, მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში ოზურგეთის გამგებლობის პოსტზე, შალვა თავდიშვილი იმყოფებოდა.

თუ რა საკითხები განიხილეს მხარეებმა, ჩვენთვის უცნობია, შეხვედრაზე დამატებით ერთ პირი იმყოფებოდა, რომლის ამოცნობაც წყარომ ვერ შეძლო.

შეხვედრის დასრულებისას მერი “გზამშენო 18” – ის მფლობელმა, თემურ ჯახვამაც მოინახულა.

არაოფიციალური, გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ოზურგეთის მერისა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერის შეხვედრა დიდი ალბათობით მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს ეხებოდა.

ამ საკითხზე “გურიის მოამბე” ორთავე მხარეს დაუკავშირდება და მათ კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share