დღეს, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი სახოკიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან და მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გაეცნო.
შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ლანჩხუთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები გააგრძელებენ სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალრეაბილიტირებულ სკოლაში, რომელიც 600 ბავშვზეა გათვლილი. გიორგი სახოკიამ, ასევე, მოინახულა ის ტერიტორია, სადაც პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს. კოლეჯ ,,ჰორიზონტის“ ლანჩხუთის ფილიალში ერთდროულად სხვადასხვა პროფესიის დაუფლება 150 სტუდენტს შეეძლება.