ექსპერტი ირაკლი ლატარია „ქართული ოცნების“ 10 წლის იუბილეს ეხმიანება:
„ქუჩაში გასვლის გვეშინოდა, მეგობრებთან შეხვედრის გვეშინოდა, გართობის გვეშინოდა, ხმამაღლა საუბრის გვეშინოდა, ციხეში მეგობრის მონახულების გვეშინოდა, ციხეში მეგობრის სიკვდილის გვეშინოდა, სიკეთის კეთება გვეშინოდა, შემოსავლის გაზრდის გვეშინოდა მაგრამ ეს შიში ჩვენში იყო, ვერავის ვეუბნებოდით, ვერ ვხმაურობდით, ყოველ დღე თითქოს შიგნიდან რაღაცას ვგეგმავდით, ვემზადებოდით მაგრამ არავინ ჩანდა ჩვენი მშველელი, ჩვენი ლიდერი, ჩვენი ტკივილის გამხმოვანებელი და დაწყებული ჩუმი ომის ღიად ბოლომდე მიმყვანი.. და ის დღეც დადგა, როცა ჩაბუდებულ ზიზღს, გაოცებას, გაბრაზებას აი ასე, უსიტყვოდ სადმე გადაიტანდი და მოიპოვებდი შენს, შენი ოჯახის, შენი ქვეყნის თავისუფლებას…. გილოცავთ მეგის ქარდავების დამარცხების დღეს, მარტო ამ დღისთვისაც კი, მადლობა ბიძინა ივანიშვილს – უბრალოდ, მადლობა!“ – წერს ლატარია ფეისბუკზე.