„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ქრონიკაში“ სტუმრობისას:
“ზოგადად იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, მნიშვნელოვანია, ის შედგებოდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებისგან. როდესაც ნომერ მეორე პარტია, ოფიციალურად დღეს ასეა, ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ჩვენს შემდეგ, როდესაც ოფიციალურად ნომერ მეორე პარტია არის ასეთი არაჯანსაღი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს უქმნის მთლიანობაში დემოკრატიული სისტემის სწორად განვითარებას. აქედან გამომდინარე, რა პროცესებიც ახლა ვითარდება, ეს არის ამ პარტიის დასუსტების და მოშლის პროცესი, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.