ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან გამხდარია და უთხრა, რომ….
მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა როგორ გაგრძელდება მესამე პრეზიდენტის მკურნალობა.
“პირველი რომ შევედი რაც დავინახე, ნუ მე ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს, რაც აქ ვარ კლინიკაშიო, 11 კილო მაქვს დაკლებულიო. მე ვუთხარი, რომ სასოწარკვეთილება ახლოს არ უნდა გაიკაროს, იმიტომ, რომ სასოწარკვეთილება არის ეშმაკის. ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, მე ერთადერთი რაღაც შემიძლია ვთქვა, ჩემ თავზე რაც მაქვს გამოცდილი, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით იყოს შესაძლებელი, სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ ასე, თუმცა ქვეყანა ვითარდება, ამის უარყოფაც არ შეიძლება”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა “ვივა მედშია” გადაყვანილი, თუმცა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. ოჯახიც და ადვოკატებიც მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ