ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს, – ემბარგო ძალაში დღეს, 10 აგვისტოს შევიდა.
ემბარგო რუსული ქვანახშირის იმპორტზე, სანქციების მეხუთე პაკეტში იყო შეტანილი, რომელიც აპრილში დამტკიცდა.
გადაწყვეტილების თანახმად, აგვისტოდან აკრძალული იქნება ნახშირის და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვა, იმპორტი ან ტრანსპორტირება ევროკავშირში , თუ მათ ექნებათ რუსული წარმომავლობა ან თუ ექსპორტირებულია რუსეთიდან.
რუსეთისთვის ემბარგოს დაწესება წელიწადში დაახლოებით 8 მლრდ ევროს შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს, რომელიც გავლენას მოახდენს მისი ნახშირის იმპორტის მეოთხედზე.
გარდა, ამისა 9 აგვისტოს, ძალაში შევიდა ევროკავშირის გეგმა ევროკავშირის მასშტაბით, რუსული გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ.