ალა პუგაჩოვა საკუთარ სასახლეს ყიდის – მიზეზი

რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ მოსკოვთან ახლოს, სოფელ გრიაზში მდებარე ფეშენებელური ვილა გასაყიდად გამოიტანა და საცხოვრებლად ისრაელში წავიდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, სახლს მომღერალი 1 მილიარდ რუბლად აფასებს, თუმცა ყიდვის მსურველი, ჯერჯერობით, არ ჩანს. ვილაში ახლა მისი შვილიშვილი, ნიკიტა პრესნიაკოვი ცხოვრობს.

საცხოვრებლის ფართი 2300 კვადრატული მეტრია. სახლს აქვს ზამთრის ბაღი, ობსერვატორია, სპორტკომპლექსი, მიწისქვეშა ავტოფარეხი, ლიფტები და კინოთეატრი.

მედიაში ვარაუდობენ, რომ რუსმა მომღერალმა ქვეყანა სამუდამოდ დატოვა.

პუგაჩოვას ისრაელის პასპორტიც აქვს, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში მიიღო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share