1-2 ოქტომბერს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში თბილისობა 2022 გაიმართა.
2 ოქტომბრის დღესასწაულის ერთ-ერთი მასპინძელი გურიის რეგიონი გახლდათ, სადაც მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ლანჩხუთის კულტურის ცენტრი, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორის განყოფილება, ანსამბლები: ,,აცაურა” და ,,მხედრები”, მხატვარი, მსახიობი – ირაკლი კალანდარიშვილი.
გაიმართა ეთნოგრაფიული პერფორმანსი, გურული სუფრისა და გურული ლხინის ინსცენირება სადაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ღირსეულად წარსდგა.
ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა, სადაც მინაწილეობდა ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.