ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სკოლის ავტობუსების მძღოლების გაფიცვის გამო, ასეულობით ბავშვი კლასგარეშე დარჩა.
როგორც “გურიის მოამბეს” აცნობეს, ოზურგეთის 37 საჯარო სკოლიდან 32 – ში, ავტობუსების მძღოლები გაფიცულია.
მძღოლები სახელფასო დავალიანებების დაფარვას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოზე არ გავლენ.
როგორც ისინი, რედაქციასთან საუბარში აცხადებენ, ხელფასების დაგვიანება, ჩვეულებრივ ამბად იქცა, მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მძღოლებს ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ მიუღიათ.
კომპანიაში, რომელმაც განათლების სამინისტროს შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მომსახურებაზე არის პასუხისმგებელი, კომენტარს არ აკეთებენ.
ამასობაში მომხდარს მშობლები აპროტესტებენ და თავად განათლების სამინისტროსაგან მოითხოვენ პრობლემის გადაჭრას:
“რატომ იმარჯვებს ტენდერში ისეთი კომპანია, რომელიც მუდმივად ქმნის მსგავს პრობლემებს, უწყება კი არანაირ ზომებს არ ღებულობს” აცხადებს ერთ ერთი მშობელი, რომლის ბავშვიც ორი დღეა სკოლაში მისვლას, გაფიცვის გამო ვერ ახერხებს.
თავად ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელი, კონფიდენციალურად გვეუბნება, რომ მძღოლებისადმი დავალიანება გამათლების სამინისტროს მიერ, მოსწავლეების მომსახურებაზე ტენდერით გათვალისწინებული თანხის გადმორიცხვის შეჩერებაა.