რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ეხმაურება Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას Twitter-ზე.
“მასკი ყოჩაღია. ღირსია, ოფიცრის წოდება ურიგოდ მივანიჭოთ. მაგრამ ნაადრევად გაიშიფრა – მისი შემდეგი პოსტი იქნება რამე ასეთი – “უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა”. – წერს მედვედევი Telegram-ზე.
ილონ მასკმა გამომწერებს რუსეთ-უკრაინის ომზე, მათ შორის, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
“უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:
– გაეროს ზედამხედველობით, ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები. რუსეთმა დატოვოს ტერიტორია, თუ ეს უკრაინელი ხალხის ნებაა.
– ყირიმი ოფიციალურად გახდეს რუსეთის ნაწილი, როგორც ეს 1783 წლიდან იყო (ხრუშჩოვის შეცდომამდე)
– ყირიმის წყალმომარაგების უზრუნველყოფა
– უკრაინის ნეიტრალიტეტი
კი, თუ არა?”. – წერს მასკი Twitter-ზე.