“სამწუხაროა, რომ ძმებზე, რომლებიც ცალ-ცალკე ვერ დადიან. ცუდ კონტექსტში საუბარი მიწევს. მე ვთავაზობ მათ დებატებში მობრძანებას, თუ ნებავს ძმასთან ერთად მოვიდეს, მარტო ვერ დადის ის ადამიანი, ყოველთვის “აპეკუნად” დაყავს თავისი ძმა და მივმართავ მათ ხალხს, რომ მოვიდნენ დებატებში და ოზურგეთში გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებთან დაკავშირებით, განვლილ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მათი წარსული, ჩემი წარსული, ჩემი გაკეთებული საქმე – ვისაუბროთ”.
ეს განცხადება ოზურგეთის მოქმედმა მერმა და დამოუკიდებელმა მერობის კანდიდატმა, კოტე შარაშენიძემ, დღეს. ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“თალაკვაძეების საქციელი მიუღბელია ოზურგეთელებისათვის, არასრულწლოვნებს ფორმაში, მაისურებში ჩაცმულს იყენებენ საარჩევნო კამპანიებში შეხვედრების დროს, პროვოკაციისთვის. ეს არის ყოვლად მიუღებელი, ასევე მოსყიდვები და ზეწოლები არსებობს. ეს მუნიციპალიტეტი პატარაა და ჩანს საზოგადოებაში. მე გინდა არ გინდა ვარ დაინტერესებული პიროვნება ამ ყველაფერში და ყველანაირად დასტურდება დაშინების, შანტაჟის, მოსყიდვის და უახლოესი ისტორიის გაყალბების მცდელობა, თითქოსდა მისი აშენებულია ოზურგეთი და თუ კი რამე არის გაკეთებული, მისი გაკეთებულია და თუ კი რამე არის გაფუჭებული, ჩემი გაფუჭებულია-ეს განცხადება ოზურგეთის მოქმედმა მერმა და დამოუკიდებელმა მერობის კანდიდატმა, კოტე შარაშენიძემ, დღეს. ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.” თქვა შარაშებიძენ.
” თუ მაგარი ბიჭები არიან, იმოქმედონ სწორი თამაშის წესებით. მიიღონ ის გამოწვევა რაც არის წესითა და რიგით, რაც არის ადამიანური და რაც არის კანონმდებლობით განსაზღვრული. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მე ვარ ლიდერი ამ არჩევნებში. მაქვს სერიოზული უპირატესობა,მაგრამ ამის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრონ” აცხადებს მოქმედი მერი.
ოზურგეთის მოქმედი მერი, ამავე დროს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ,,ქართულ ოცნებას” ზეწოლაში ადანაშაულებს. მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი მოაწყო და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ხშირია დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები. შარაშენიძე ოპონენტებს სამართლიანი საარჩევნო კამპანიის წარმართვისაკენ მოუწოდებს. ,,აშინებენ ხალხს, ხდება მათი მოსყიდვა. სხვადასხვა კატეგორიაზეა საუბარი. ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთ ჩვენ და ყველანი ვერ იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე . ხორციელდება ფულების დარიგება დ რა ვიცი, ასეთი წესებით მოქმედებენ და ეს არ არის მიღებული. თუ მაგრები არიან მიიღონ მონაწიეობა როგორც საჭირო არის, ეს არის სუსტი პოზიციით შექმნილი ვითარება. ჰყავთ მოჭიდავეები თითქოს პარტიის ერთგულები , მე მათი მხრიდან ვერასდროს ვერ დავინახე და ვერც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, შეიძლება წარმატებულნი არიან სპორტის სახეობაში, მაგრამ პოლიტიკოსობას თავი დაანებონ და კეთილინებონ და თვიანთ საქმეს მიხედონ და გაარძელონ. თავისი პროფესიით იმოღვაწეონ, ღმერთმა ხელი მოუმართონ,“- განაცხადა ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ.