გურიის სამოურავოები 1835 წლის მდგომარეობით

პლატონ ზუბოვის (“კავკასიის მხარის სურათი” გამოცემული 1835 წელს) მიხედვით გურიის ყველაზე მაღალი მთა „საკივარი“ გახლდათ. გურიის ტბის პალიასტომთან დაკავშირებული უთანხმოება გურიის თავადაზნაურთა საბჭოსა და სამგრელოს მთავრს შორის გადაწყვეტილი იქნა იმპერატორის 1831 წლის ბრძანებით, რომლის მიხედვითაც პალიასტომი მიკუთვნებული იქნა სამეგრელოს მთავრებისათვის.
.
ზუბოვის აღწერით გურია იყოფოდა ორ სამოურავოდ:
.
„1. ოზურგეთის სამოურავო, რომელშიც იყო ორი ქალაქის ტიპის დასახლება ოზურგეთი და წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე, რომელიც მიტოვებული იქნა 1820 წელს;
.
2. ნაგომარის სამოურავო – შედიოდა გურიის დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილი, შემდეგი პუქნტებით: ნაგომარი, ფოთის ციხესიმაგრე მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე ზღვის შესართავთან(ძველი ფაზისი, თურქულად ფაზი), იგი მდებარეობს კუნძულზე, რომელსაც ერთის მხრივ აქვს ზღავ, მეროსმხრივ კი ბალიასტომის ტბა, მიუხედაავდ იმისა, რომ ყველა მხრიდან წყლითაა გასშემოტყმული, არ გააჩნია ხელსაყრელი ნავმისადგომი, რადგანაც პატარა კუნძულები და მეჩეჩი კეტავს მდინარე რიონის შესართავს, რის გამოც დიდი სავაჭრო გემები ვერ ახერხებენ ქალაქთან მისვლას ორ ვერსტზე ახლოს.“
.
კორნელი ბოროზდინი ასე აღწერს ფოთში – “დიდთა მთავართა ნიკოლოზ და მიხეილ ნიკოლოზის ძეთა მოსვლა და როგორ მიეგება მათ ფოთში გურიის თავად-აზნაურობა
.
“ფოთში დიდებულ სტუმრების დასახვედრად გურიის თავადააზნაურობა შეიკრიბა, მასთან იყო მისი სამაზრო წინამძღოლი, გვარდიის პოლკოვნიკი, თავადი ლევან გურიელი.
ქართველი ერის ყველა შტოებს შორის ყველაზე ლამაზი მამაკაცები – გურულებისაა, მეგრელი ქალები გურულ ქალებზე უფრო ლამაზები არიან, მაგრამ გურული მამაკაცები ქართველ მამაკაცებში ყველაზე ლამაზებად ითვლებიან. კლასიკური სწორე ნაქვთები სახისა, შავგვრემა ცეცხლის მფრქვევი თვალები, ხუჭუჭი, სქელი თმა, მოყვანილი ტანი, არაჩვეულებრივი სიმსუბუქე და სინარნარე მიხვრა-მოხვრისა, მეტად ლამაზი და მდიდრული სამოსი, ყოველგვარ იარაღით დამშვენებული – ყოველივე ამის წყალობით გურული ვაჟკაცი მეტად საუცხოვო, ორგინალური საყურებელია.
შეკრებილ თავად-აზნაურობაში ასეთი ტიპები, ყოველი ასაკისა და სახისა, ბევრნი ერივნენ. წინ იდგნენ მოხუცი თავადები, ლამაზად დაბერებულები, გული ყველას დამშვენებული ჰქონდათ ჯვარ-მენდლებით, რაიცა მათს დამსახურებას ჰმოწმობდა.”
.
– Платон Зубов – Картина Кавказского края 1835
– К. Бороздин – Кавказские воспоминания Мингрелия и Сванетия с 1854-1861
– იმპერატორ ალექსანდრე მე-2 შესვლა ფოთში, გრავიურა ჟურნალ მსოფლიო ილუსტრაციიდან (Всемирная иллюстрация 1871)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share