“არ შეიძლება, ყველა საკითხზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების მაღალ რგოლში იყოს”-გია ვოლსკი

არსებობს პრაგმატული რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ – არ შეიძლება, ყველა საკითხზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების მაღალ რგოლში იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა აიღოს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვაკის პარკში მომხდარზე კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე სპეკულირებულ რეალობას სთავაზობს საზოგადოებას და ქვეყნის მიმართ კრიტიკული შეფასებებიც ახარებთ.

„უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, მაგრამ როცა საქმე ეხება 13 წლის გოგონას, ადამიანს, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა დაკარგა და საქართველოში ოჯახი არ არის, სადაც ამ ადამიანს არ გლოვობენ, ძალიან ძნელია თვალი გაუსწორო სპეკულირების იმ რეალობას, რომელიც შემოგთავაზეს ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომლებიც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არსებობენ და ამ ტრაგედიებს შორის კიდევ რამე თუ მოხდა და ევროკავშირის ან ევროპარლამენტის წარმომადგენელმა თუ რაიმე ცუდი თქვა საქართველოზე, იწვევს აღფრთოვანებას და ზეიმს, ეს რეალობაა შექმნილი. ამის იქით არსებობს კიდევ პრაგმატული რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ, არ შეიძლება, რომ ხელისუფლების მაღალ რგოლში პასუხისმგებლობა იყოს ყველა საკითხზე, რომელიც აუცილებლად უნდა სრულდებოდეს იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მუშაობენ ან მშენებლობაზე, ამ მედიცინაში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და ადამიანის სიცოცხლეა მათზე დამოკიდებული.

 

რასაკვირველია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვფიქრობ, დასკვნებია გასაკეთებელი აქედან. პიარ -კამპანია, პოლიტიკური ინსინუაციები, სპეკულაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ საზოგადოებას, გამოძიება მიმდინარეობს და თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი ან შეკითხვა დარჩება, მას რასაკვირველია პასუხი უნდა გაეცეს,”- განაცხადა ვოლსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share