აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი, რომელიც წარმოშობით ოკუპირებული აფხაზეთიდანაა, რუსული ჯარის სისასტიკეზე სოციალურ ქსელში წერს:
“რუსული ჯარი რომ ჰქვია, იმ ბარბაროსების ურდოს გამორჩეული ხელწერა აქვს ყველგან სადაც ფეხს შედგამს. დაქირავებული კავკასიელების ხელით იზამს თუ “პროფესიული არმიის” ეს უკვე ტექნიკური დეტალებია.
აფხაზეთში, ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ, დედას საკუთარი, ნაწამები შვილის თვალს აჭმევდნენ… მამას მეგობარს, ხეზე მიბმულს აყურებინეს საკუთარი შვილების ტანჯვით მკვლელობა. კიდევ რამდენ სისასტიკეს ჩადიოდნენ ამის წარმოდგენაც კი რთულია.
ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა დაიწვას ყველა, ვისაც რუსული ჯარი ჰქვია…”, – წერს გეგეჭკორი.