”ზურაბიშვილი ცდილობს, მისი პრეზიდენტობის შემდეგ, საკუთარი ადგილი დაიკავოს საქართველოს ისტორიაში!”

დღეს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სალომე ზურაბიშვილმა იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. სწორედ ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, კახა ასკურავა და წერს:

”რა აქვს დასაკარგი სალომე ზურაბიშვილს?რატომ გიკვირთ მისი პოზიცია? იგი არაა უწარსულო პოლიტიკოსი! იგი არის მისი პოლიტიკური კარიერის პიკში! იგი ზუსტად გრძნობს,არსებულ მსოფლიო პოლიტიკურ კონტექსტს! იგი ცდილობს მისი პრეზიდენტობის შემდეგ, საკუთარი ადგილი დაიკავოს საქართველოს ისტორიაში! და ბოლოს,იგი ჩვენზე კარგად იცნობს “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს და ზუსტად იცის,თუ იგი არ მოახდენს დისტანცირებას, ისევე დაასრულებს მის კარიერას როგორც დაასრულა ყველა წინა ოცნების პრემიერმა და როგორც დაასრულებს ი.ღარიბაშვილი ძალიან მალე!” – წერს ასკურავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share