”ყოველი დღე, რომლებსაც უკრაინელები სიმწრით უძლებენ, რუსების კუბოზე მიყრილი ერთი ნიჩაბი მიწაა”

”ახლა დადებითი მომენტიც უნდა აღვნიშნოთ.
ყოველი დღე, რომლებსაც უკრაინელები სიმწრით უძლებენ, რუსების კუბოზე მიყრილი ერთი ნიჩაბი მიწაა.
ყოველი დღე სულ უფრო აცოფებს პუტინს და იძულებულს ხდის რაღაც საძაგლობა ჩაიდინოს, რის საპასუხოდაც სანქციების მარყუჟი სულ უფრო დაუნდობელი გახდება. ევროპა-ამერიკასაც აქვს გარკვეული თავმოყვარეობა და იმიტომ. რაც უფრო დაუნდობელი გახდება სანქციები, მით უფრო გაუსაძლისი გახდება რუსეთში ცხოვრება და მისი მოსახლეობის ახალგაზრდა და ინტელექტუალური სპექტრი საზღვარგარეთ გაიქცევა.
პუტინს თან ხელს აძლევს პოტენციურად მეამბოხე სპექტრისგან გათავისუფლება, მაგრამ ამავე დროს, ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს ტენდენცია რუსეთს მოსპობს; სრულიად დაცლის ინტელექტისგან და კვალიფიციური მუშახელისაგან.
ჭეშმარიტი პატრიოტი რუსი დღეს რუსეთიდან კი არ უნდა გარბოდეს, ქუჩაში უნდა იდგეს მილიონობით თანამემამულესთან ერთად, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიშორონ თავიანთი
შეშლილი პრეზიდენტი.
მასიური რუსული მიგრაციის შემთხვევაში, საქართველოს ადგილობრივი სპექტრი კონკურენციას ვერ გაუწევს ბევრად უფრო დისციპლინირებულ და მოტივირებულ რუსებს ვერცერთი სოციალური თუ ბიზნეს-მიმართულებით. თანაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ განსაკუთრებით ნიჭიერი რუსები კორუმპირებულ და საეჭვო მომავალის მქონე საქართველოში დიდხანს ჩარჩებიან; ისინი უბრალოდ ტრამპლინად გამოიყენებენ საქართველოს ევროპაში გასასვლელად.
უკრაინაში დღეს საოცრად ბევრი რამ წყდება. ერთადერთი, რაც დაღუპავს მათაც და ბევრ სხვა ქვეყანასაც, იქნება წინააღმდეგობის შეწყვეტა. უკრაინამ უნდა იომოს და ამაში მას ყველა ნორმალური ქვეყანა და ადამიანი უნდა დაეხმაროს” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share