რა უთხრა ზელენსკიმ რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. ეკრანზე მის გამოჩენას ოვაციები მოჰყვა.

მიმართვაში მან წუთიერი დუმილით პატივი მიაგო რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ ადამიანებს, შემდეგ კი ქართველებს და სრულიად ევროპელებს უთხრა, რომ ამოიღონ ხმა, გამოვიდნენ გარეთ და მხარი დაუჭირონ უკრაინას, რადგან უკრაინის მოგება მთელი მსოფლიოს გამარჯვება იქნება:

“მინდა გითხრათ ევროპელ ხალხს – ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ. მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს. რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, იმ სიძლიერით რა სიძლიერითაც შეგიძლიათ.

თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ ჩვენ გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე როგორც არასდროს. დიდება უკრაინას.

ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი – თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის” – მიმართა ზელენსკიმ ქართულ საზოგადოებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share