საჰაერო თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკის აგარაკზე. მანამდე კი, უმძიმესი ღამე უკრაინისთვვის და სრულიად სამყაროსთვის. მსოფლიომ თავიდან ყველაზე მასშტაბური კატასტროფა აირიდა. რუსული გამანადგურებლების სამიზნე ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადური გახდა, რომელიც ჩერნობილის სადგურზე რამდენჯერმე მძლავრია და შესაბამისად, მისი აფეთქების შემთხვევაში ტრაგედიის ეპიცენტრი მნიშვნელოვნად გასცდება უკრაინას და სრულიად ევროპას მოიცავს.
გასული ღამე განსაკუთრებით მძიმე იყო უკრაინის რამდენიმე დიდი ქალაქის მოსახლეობისთვის მხოლოდ დედაქალაქში განგაშის სიგნალი რამდენჯერმე მას შემდეგ ჩაირთო, რაც საოკუპაციო ძალებმა კიევისა და მიმდებარე რაიონების ინტენსიური დაბომბვა განაახლეს.
რუსული ჯარი ისევ დასახლებულ კვარტლებს, სკოლებსა და სტრატეგიულ ობიექტებს ანადგურებს. პენტაგონის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბელარუს-უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული, საჯარისო დანაყოფების 90 პროცენტი კი უკვე გადასროლილია უკრაინის ტერიტორიაზე.
მთავარი არხი