რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული უკრაინული ქალაქ ირპენიდან სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება.
“სიკვდილის პარკინგი” – ამ სახელწოდებით “უნიანი” ტრასაზე ჩაცხრილული ავტოკოლონის ფოტოებს ავრცელებს.
ცნობისთვის, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში ასეულობით მშვიდობიანი მოქალქის ცხედარია მიმოფანტული ქუჩებში, მათ რუსი სამხედროები სასტიკად ეპყრობოდნენ და კლავდნენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა.