“მივმართავ უკრაინის ყველა მოქალაქეს და ჟურნალისტებს, გაავრცელეთ ინფორმაციები თუ როგორ გმირულად იბრძვიან ჩვენი მებრძოლები. მხარი დავუჭიროთ. არმია ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას ითხოვს. ისინი გმირები არიან და მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ. მტერს სერიოზული ზიანი მიაყენეს როგორც დონბასსა და ლუგანსკში, ასევე სხვადასხვა რეგიონში. ეს ზიანი კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს უკრაინა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. სამშობლო ყველამ უნდა დავიცვათ. თითოეულ მოქალაქეს ვისაც ძალა შესწევს დაიცვას უკრაინა, გამოცხადდეს. განსაკუთრებით ვეტერანები. ჩვენს დაჭრილებს სჭირდება სისხლი და გთხოვთ გახდით დონორები. მზად იყავით ყველაფრისთვის და გააკეთეთ ყველაფერი რათა სამშობლო დავიცვათ. უკრაინელების უფლება იცხოვრონ თავის მიწაზე ხელშეუხებელია. რუსეთი დილაადრიან თავს ლაჩრულად დაგვესხა. რუსეთი ბოროტების გზაზე დგას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს და იმ ადამიანებს ვისაც ნამუსი ჯერ კიდევ შერჩენია, გამოვიდეს რუსეთის ქუჩებში და თქვენი მთავრობის ქმედებები, ომი უკრაინის წინააღმდეგ გააპროტესტეთ” | ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა