მთავარი მსოფლიოში
დანიშვნები უნდა შეწყდეს – აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, მოსამართლეების დანიშვნაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მწვავე განცხადების შეფასებისას. კელი დეგნანი ხელისუფლებას 19 აპრილის, შარლ მიშელის შეთანხმებას ახსენებს:
“ეს არის გამოხატულება იმისა, რასაც ჩვენ და საქართველოს სხვა მეგობრები ამბობდნენ ამ თემის შესახებ. უნდა მოხდეს სასამართლო რეფორმის თაობაზე ინკლუზიური და ფართო დისკუსია, სანამ მოსამართლეების დანიშვნები გაგრძელდება. დანიშვნები უნდა შეწყდეს, სანამ ეს დისკუსია არ გაიმართება. შემდეგ კი ეს დანიშვნები უნდა გაგრძელდეს ახალი შეთანხმებისა და წესების მიხედვით. სწორედ ამაზე შეთანხმდნენ პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია 19 აპრილს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ამას გააკეთებს, რადგან მას აქვს ძალაუფლება, რომ ეს დანიშვნები შეაჩეროს. იმედი გვაქვს, რომ ოდირის ამ მოხსენების შემდეგ სწორედ ასე მოხდება”,- ამბობს კელი დეგნანი