ხვალ, 19 ოქტომბერს კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც ე.წ. საზღვრის კვეთის ეპიზოდს მოიცავს.
საინფორმაციო სააგენტო CNews დაინტერესდა რამდენად შეძლებს მიხეილ სააკაშვილი, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო პროცესს დაესწროს და რამდენად მართებულია პროცესის ჩატარება მის პალატაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააკაშვილის უფლებადამცველს, შალვა ხაჭაპურიძეს გავესაუბრეთ.
„ეს შეუძლებელია, რადგანაც მას არ აძლევს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას. არავისთვის არ მიგვიმართავს ამ დროისთვის, ხვალ ჩატარდება პროცესი და შევხედავთ რა იქნება“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.