ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია საქართველოში მიმდინარე მივლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
”დავიფიცე, ფეისბუკში არაფერს დავწერ-მეთქი, მაგრამ გუშინდელმა ამბებმა გულის სიღრმემდე შემაძრწუნა. ის ფაქტი, რომ ქოცხელისუფლების წევრებს იმის თქმაც კი ეშინიათ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს – ეს არაფერი. ეგენი ხომ მონები არიან, თანაც ორმაგი მონები – ბორია აფერისტის და პუტინის.
მაგრამ ის, რომ თმაჭაღარა პროფესორები სტუდენტებს რუსეთის დიდებაზე და მის გარდაუვალ გამარჯვებაზე ელაპარაკებიან, ეს მართლაც ერის სრული მორალური გახრწნის მაჩვენებელია. დავიჯერო, არცერთ მათგანს არ ახსოვს 9 აპრილი? ორმოც წელზე მეტისანი ხომ მაინც იქნებიან!
თუმცა რატომ უნდა მიკვირდეს – ქართველი და სამშობლოს სიყვარული?! ქართველი და თავმოყვარეობა?! ქართველი და საკუთარი თავის პატივისცემა?! ერთი-ორი პროცენტის გამოკლებით, ჩვენ ან სრული მონები ვართ, ან აბსოლუტური ყუმები- არც გვესმის და არც გვაინტერესებს, რა ხდება და რა ელის ქვეყანას. დანარჩენისთვის კი ფული, ბაბაია, ფული, ფული, ფული, ფული. დანარჩენი ყველაფერი წყალს წაუღია. აი, ეს უნდა მახსოვდეს და გულს არ ვასკდებოდე ტყუილა-უბრალოდ.” – წერს კიზირია.