ივანიშვილის დასანქცირება გარდაუვალია – დავით კირკიტაძე

ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების შემდეგ ოპოზიცია ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” მორიგ ტყუილს გაამზადებს. ამის მიუხედავად, ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია ოლიგარქს  დასანქცირებისგან ვერ იხსნის.

დაეწყობიან დღეს და ნახავთ, ყველანი ერთხმაში იტყვიან დიდ ტყუილს, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. მაგრამ ეს მათ ვერ აარიდებს უფრო დიდ და სამართლიან სანქციას, რომელიც იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ ხელს უწყობს და ეხმარება სანცქიების თავის არიდებაში, – ამბობს დავით კირკიტაძე. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.  უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში,  არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share