ბუკნარში ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის შეხვედრა დასრულებულია. შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შედგა – ისინი ლოცვაში ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან; აღარც აქციებს გამართავენ. შეხვედრას ესწრებოდა ორივე მხარე – ქრისტიანებიც და მუსლიმებიც. ჩოხატაურის მერის განცხადებით, მხარეებმა იდებატეს გაცვალეს აზრები და კონსესუსამდე მივიდნენ, რომლის მიხედვითაც მუსლიმანები ჩვეულებისამებრ გააგრძელებენ ლოცვას. “პირობითად ორივე მხარე, თანასოფლელები, შეთანხმდნენ, რომ ერთი თემიც და მეორე თემიც ჩვეულებრივად გააგრძელებს ფუნქციონირებას და ლოცვას. არავის შეეშლება ხელი – ეს არის სეკულარული სახელმწიფო ეს არის სახელმწიფო, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. თანასოფლელები ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე თანაცხოვრებას გააგრძელებენ. სწორედ ამას მიეძღვნა კონსტრუქციული შეხვედრა”, – ამბობს ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა.