“ძალიან საინტერესო, რთულ და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში გავიცანი და ვნახე როგორ გაიარა ყველა ნაბიჯი საოცარი სიმშვიდით, თავდაჯერებით და, რაც მთავარია, სიმართლით (ეს მაშინ, როდესაც მისი ოჯახის უსაფრთხოება და სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა). ის არც ტიპიური პოლიტიკოსია და არც ტიპური ჩინოვნიკი, არასდროს გაურბის უხერხულ კითხვებს და პრობლემებს. ამიტომ, მისი პრესკონფერენციები, რომელსაც ქართული და უცხოური მედია სრული შემადგენლობით ესწრებოდა, გრძელდებოდა 3-4 საათი, ვიდრე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემოდა. მე პირადად ძალიან მწყდება გული, პოლიტიკაში მისი მონაწილეობა რომ დასრულდა, რადგან ასეთი ძლიერი და საინტერესო პიროვნება პოლიტიკაში იშვიათია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს… პ.ს.შეგნებულად არ ვეხები მის ქველმოქმედებას, ამაზე კიდევ ბევრს გავიგებთ და ვნახავთ ყველა ერთად” – წერს თოქმაჯიშვილი.”- წერს ქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი, რომელიც ადრე ბიძიანა იავნიშვილის პიარში მუშაობდა.
მსგავსი სტატიები
- 95
ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 2020 წელს აჯამებს და სხვადასხვა ნომინაციაში "გამარჯვებულს" ავლენს: "ვაჯამებ წელს: წლის დამნაშავე: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. ხმების ქურდობისთვის და ხალხისთვის ხელისუფლების წართმევისთვის. წლის ანტიგმირი: ქართული პოლიცია ხალხის ნაცვლად, ერთი კაცის სამსახურში ყოფნისთვის, მართალთა უსამართლო ჩაგვრისთვის, დამნაშავეთა მფარველობისთვის და უდანაშაულოთა დევნისთვის. წლის გმირი:…
- 94
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან უფრო ცხადი გახდა, თუ საიდან იღებს სათავეს ის უსამართლობა, რასაც ამ საქმეში აწყდებიან. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა ინტერვიუს დროს დავით ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვება გმირობად შეაფასა და თქვა, რომ ხიდაშელი მასზე არანაკლები ქველმოქმედი, პატრიოტია. ივანიშვილის განცხადებით,…
- 94
საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის. პრემიერ გიორგი გახარიას წერილის ქართულ თარგმანს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს. "ბატონო პრეზიდენტო ბაიდენ, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებას. ნოემბერში თქვენი დამაჯერებელი გამარჯვების…
- 94
საია-ს ინფორმაციით, გამგეობის სხდომა დღეს გაიმართა.საიას თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია.თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. ნიკა სიმონიშვილი 2020 წლის მარტიდან იყო მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელი. 2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ აირჩია საიას გამგეობის წევრად. „2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანისუფლებების დაცვის…