„დღეს გაიმართება სააპელაციო სასამართლო სხდომა, ეს პრაქტიკულად ბოლო სხდომა იქნება და ამის შემდეგ ნიკა გვარამიას მიმართ იქნება განაჩენი გამოტანილი. ამ ხელისუფლებისა და სასამართლოს პირობებში ძალიან ძნელია რაიმე იმედი იყოს, მაგრამ მაინც შესაძლებელია ვინმეს ესმოდეს, რომ ეს საქმე ერთი მხრივ კიდევ ერთი დამატებითი გამოცდაა სასამართლოსთვის, თუ კი არის კიდევ შემორჩენილი რაიმე დამოუკიდებლობის, მეორე, ბუნებრივია, ესეც ალბათ საზოგადოებას კარგად ესმის, აბსოლუტურად საწინააღმდეგოა ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა იმ ევროინტეგრაციის გზის, რომელსაც საქართველო ადგას და რა პროცესშიც ჩვენ ვართ ვალდებულები წესით რეკომენდაციის შესრულებისა, რომელთაც ხელისუფლება ჯიუტად არ ასრულებს“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ნიკა გვარამიას ჩანიშნულ სააპელაციო პროცესს.
გვარამის უკანონო პატიმრობის პროცესი ერთი მხრივ სასამართლოს გამოცდაა, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო
„ეს პროცესიც ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, როდესაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს, არავის არ უნდა ჰქონდეს ზეწოლა მასზე და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც დღეს დევს სასწორზე“ – განაცხადა გიგი წერეთელმა