სმა-ჭამაში დახარჯული ხალხის ფული – ქუთაისის მერიამ ერთ დღეში მდიდრულ სუფრაზე 4800 ლარი დახარჯა

სმა-ჭამა ხალხის ფულით –  ჩინოვნიკებმა რესტორნებში მხოლოდ ბოლო ორ კვირაში ათი ათასობით  ლარი დახარჯეს. ინფორმაციას კორუფციის მკვლევარები ასაჯაროვებენ.  მაგალითად, მხოლოდ ორ კვირაში სარესტორნო მომსახურებისთვის მუნიციპალიტეტებმა 348 ხელშეკრულება გააფორმეს. ქუთაისის მერიამ კი მხოლოდ ერთ დღეში  მდიდრული სუფრისთვის ბიუჯეტიდან 4800 ლარი დახარჯა.
საბიუჯეტო  თანხების  სმა-ჭამაში  ხარჯვით სხვა ქალაქებს არ ჩამორჩება თელავი.  აღნიშნული ქალაქის  მერმა სტუმრების მასპინძლობისთვის ბოლო 2 კვირაში 3 000  ლარზე მეტი  დახარჯა, ხოლო თეთრიწყაროს მერიამ რესტორნებში 5 000 ლარზე მეტი გადაიხადა.

”არავინ ეწინააღმდეგება კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, მაგრამ ამ ღონისძიებების შემდეგ მერი ამოარჩევს-ხოლმე გარკვეულ ადამიანებს და  სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ქეიფობს. მაგალითად, საჩხერეში, ღონისძიების შემდეგ ,,ქართული ხმებთან” ერთად იქეიფეს.

ეს ღონისძიებეი უნდა აღინისნებოდეს მთელს მოსახლეობასთან ერთად” – ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share