საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, დეკემბრის თვის მონაცემებით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წელს 98 810 მსურველიდან, 299 პირი დასაქმდა.
სტატისტიკური მონაცემების შესახებ დღეს, 13 დეკემბერს ანგარიშის პრეზენტაციაზე სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა ისაუბრა.
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების სეზონური დასაქმების შესახებ შეთანხმებას ხელი 2020 წლის 6 თებერვალს მოეწერა.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისთვის 500-ადგილიანი კვოტა იყო გამოყოფილი, თუმცა მოგვიანებით, დიდი მოთხოვნის გამო, ეს კვოტა 5 000-მდე გაიზარდა.
საქართველოდან გერმანიაში წასული პირების ნაწილმა, რთული სამუშაო პირობები გააპროტესტა.