ეს ავადმყოფი ხალხი მსოფლიოს კვლავ მძიმე საკვები კრიზისის წინაშე აყენებს – ზელენსკი რუსეთის გადაწყვეტილებაზე

რა გაიგო მსოფლიომ? რომ, თითქოს, ვიღაც მარცვლეულის გადამზიდიდან დრონებს უშვებს. თავიდან საუბრობდნენ საბრძოლო ჩიტებზე, შემდეგ საბრძოლო მწერებზე, ახლა საბრძოლო მარცვლეული, მკვლელი ხორბალი, რომლითაც რუსი ადმირალები იძირებიან. რა შეიძლება ითქვას? ნამდვილი ავადმყოფი ხალხია. მაგრამ ეს ავადმყოფი ხალხი მსოფლიოს კვლავ მძიმე საკვები კრიზისის წინაშე აყენებს… რა თქმა უნდა, პარტნიორები ცდილობენ, რომ სახელმწიფო ტერორისტი შანტაჟის ოდნავ შემცირებაზე დაარწმუნონ. მაგრამ რეალურია ეს? ჯერჯერობით ფაქტები იმაზე მიუთითებენ, რომ რუსეთის ხელისუფლება უფრო დაინტერესებულია საკვები კრიზისის გაუარესებით, ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტების შესრულებით. ეს, სხვათა შორის, პასუხია ყველასთვის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს.
ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა. რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის მიდამოებში მდებარე სამოქალაქო გემიდან, რომელსაც ხორბალი გადაჰქონდა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების მიმართულებით საზღვაო დრონები გაუშვეს და თავს დაესხნენ მათ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share