საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 8.8%-ით გაიზარდა, წლის პირველი 9 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10.2%-ით განისაზღვრა. იანვარში ეკონომიკური ზრდა 18% იყო, თებერვალში 14.6%, მარტში 10.6%, აპრილში – 2.6%, მაისში – 11.6%, ივნისში 7.2%, ივლისში 9.7%, აგვისტოში კი – 10.5%.
საქსტატის ინფორმაციით, “ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა”.
კლების ტენდენცია იყო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში.