მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქეა ჩართული თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ არის სახეზე წარმოდგენილი. თუ არ ვცდები, 2017 წელს შემოვიდა ფაროსანა და მან გამოიწვია თხილის წარმოების ძალიან დიდი კლება. წელსაც მოგეხსენებათ, რომ მაინც და მაინც კარგი თხილის მოსავალი არ იყო, ხარისხი იყო შედარებით გაუარესებული. ამას ემატება ის, რომ მოთხოვნაა შემცირებული და ფასი დაკლებულია მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს, ფიზიკურ პირებს დავეხმაროთ მაქსიმალურად.
პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის სუბსიდირების გზით. ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ 20 მილიონ ლარს.