ტობახჩო – დასახლება სადაც ავტომობილზე მეტად ცხენოსნები გხვდება

ამ ადგილის შესახებ ინტერნეტში ბევრს ვერაფერს იპოვით, მხოლოდ იმას, რომ სოფელი მდინარე სუფსის ხეობაში მდებარეობს. რაც უფრო შორდები მუნიციპალურ ცენტრს, ეს ხეობა მით უფრო ვიწროვდება, გზა მდინარეს უახლოვდება და უარესდება, პატარა ხიდები, წისქვილები, ბილიკები შეჩერებას მოითხოვენ შენგან. სავალი იმდენად ცუდია, უფრო მეტი ცხენოსანი გხვდება ვიდრე ავტომობილი. მოჯადოებული ვუყურებდი მხედარს, რომელიც ერთ ხელით აღვირს იჭერდა, მეორეთი კი მხარზე გადებულ ცელს. ხეობაში, სადაც მზე ისედაც რამდენიმე საათით აღწევს, და ბალახს ცვარი ორთლად ასდის, საერთოდ არ გიკვირს ეს კაცი თუ მიქელ-გაბრიელი აღმოჩნდება, ცუდი გზის გამო ადრესატთან დაგვიანებული. აწი ბუზის არაყზე თუ დაეწვევა.
სოფელი ფერდობზეა შეფენილი და ზაფხულში სულ 20-მდე ოჯახი ცხოვრობს. ზამთარში 3-4. პირველივე ეზოსთან შევაჩერეთ გზის საკითხავად და დიდ ენერგიად დაგვიჯდა მაშინვე სადილზე რომ არ აღმოვჩნდით. 150 წლის წინ აქ 90 ადამიანამდე ცხოვრობდა 2014 წლის მონაცემებით 28.
თუ საუკუნის და მეტისწინანდელი გურული გარემოს ნახვა გინდათ ტობახჩა ზედგამოჭრილი ადგილია თქვენი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ეს ბოსელი სოფლის ბოლოში დგას და ყავრით არის დახურული. ასეთ რამეს უკვე იშვიათად ნახავთ, ბარში განსაკუთრებით. ყავარი ერთგვარი ხის კრამიტია, ნაძვისგან გამოთლილი, დროთა განმავლობაში მუქდება და ხავსი ეკიდება, ასეთი შეხამების გამო შენობა ისე ერწყმის გარემოს მიწიდან ამოზრდილი გეგონება.
ვახუშტი მენაბდე
https://www.facebook.com/vakhushti.menabde
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share