ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი მიმართვას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟმის მოსაშორებელია.
“სანამ პუტინის ნაცვალი ივანიშვილი მართავს ქვეყანას, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას რაიმე ფორმით ციხიდან დახსნის იმედი ისეთივე სიულელეა, როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსის დასავლურისკენ შეცვლის მოლოდინი ამ ხელისუფლების პირობებში.
ვერ შევძლებთ ერთობას ორ უმარტივეს საკითხზე – დასავლური კურსისა და ქვეყნის რუსული ოცნებისგან განთავისუფლების გარშემო? – დაველოდოთ მაშინ ასე უთავმოყვარეოდ, ღირსებააყრილები, უკრაინის გამარჯვებას, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნისათვის ნამუსის მოსაწმენდად ომში წასული ქართველებით და თუ მანამდე ბოლომდე არ შევჭამეთ ერთმანეთი, რაღაცა ალაფი ჩვენც შეგვხვდება!
აი ეს არის რეალობა და ვისაც ეს არ ესმის ან ერთობის წინააღმდეგია, მინიმუმ სასარგებლო ჩლუნგია!”, – წერს სარიშვილი.