უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტის გასწვრივ მათი ძალები აქტიური თავდაცვის მდგომარეობაში არიან და თანდათან წინ მიდიან. მისი თქმით, დონეცკის რეგიონი ოკუპანტების უდიდესი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება.
“დონეცკის რეგიონი ოკუპანტების უდიდესი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება – ყოველდღიურად ასობით მათგანი იღუპება, უკრაინული პოზიციების წინ მიწა, ფაქტობრივად, ოკუპანტების ცხედრებითაა სავსე.
და ზოგიერთმა რუსმა სამხედრომ დაიწყო ფიქრი იმაზე, რაც ხდებოდა. მათ თავიანთი რეგიონის – პრიმორსკის მხარის გუბერნატორს კოლოსალური დანაკარგების გამო “უჩივლეს”. და ამ გუბერნატორმა, ამხანაგო კოჟემიაკომ, წინასწარ იცრუა პასუხად: ის ამბობს, რომ დანაკარგები “შორს არის ასეთთან”. ასეთი არა… და როგორია? [დანაკარგი]
[…] გუბერნატორი, ალბათ, იქიდან უკეთ ხედავს, რამდენი ჯარისკაცი იგზავნება მისი რეგიონიდან დასაკლავად და რა გზით. ან უბრალოდ უბრძანეს მოტყუება. შეკვეთილი მოსკოვიდან”, – თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, დაღუპულთა უმეტესობის ცხედრებსაც კი არ დააბრუნებენ ვლადივოსტოკში. ზელენსკიმ ყველას მოუწოდა, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლიათ საკუთარი აზრით, არა Telegram-ში, არამედ საჯაროდ, არა ჩივილით, არამედ სასტიკი პროტესტით.