დასავლეთი VS ივანიშვილი – ევროპარლამენტი მწვავე დოკუმენტის მისაღებად ემზადება

კიდევ ერთი ვერდიქტი ,,ოცნებას” –  ევროპარლამენტი მწვავე დოკუმენტის მისაღებად ემზადება.  ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, შეისწავლოს ქართველი ოლიგარქის საეჭვო კავშირები რუსეთთან  და დადასტურების შემთხვევაში დაუწესოს პერსონალური სანქციები ივანიშვილსა და მის გარემოცვას. ზუსტად ისე, როგორც გააკეთა უკრაინამ. დოკუმენტის განხილვა ევროპარლამენტის კომიტეტებში ხვალიდან იწყება.
ოლიგარქი 12-ჯერ არის ნახსენები შესწორებაში და მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში.   კიდევ ერთი გზავნილი ევროპარლამენტიდან პოლიტპატიმრებს ეხება. ევროპელი დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული მიზნებით გაათავისუფლოს მიხელ სააკაშვილი და დამოუკიდებელი მედიის ხელმძღვანელი,  ნიკა გვარამია.

ვრცლად იხილეთ ინა ცარციძის სიუჟეტი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share