“ჩვენ შევხვდით საშობაო არდადეგებზე ვიდეოს გადაღებისას…შეხედეთ მას, ცოცხალს, გთხოვ”-ოლენა ზელენსკა 4 წლის ლიზაზე, რომელიც ვინიცაში დაიღუპა

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ვინციაში მომხდარი თავდასხმის დროს გარდაცვლილი 4 წლის ლიზას ამბავს ეხმაურება და წერს, რომ ის და ბავშვი 2021 წლის საშობაო არდადეგებზე, ვიდეოს გადაღების დროს შეხვდნენ.

პირველი ლედი ამბობს, რომ პატარა გოგომ ნახევარ საათში დახატა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ყველა ვინც გადაღების პროცესში იყო ჩართული.

“ჩვენ შევხვდით საშობაო არდადეგებზე ვიდეოს გადაღებისას. პატარა გოგონამ მხოლოდ ნახევარ საათში მოახერხა საღებავით დაეხატა არა მხოლოდ საკუთარი თავი, მისი კაბა, არამედ ყველა სხვა ბავშვი, მე, ოპერატორები და რეჟისორი…  შეხედეთ მას, ცოცხალს, გთხოვ”, – წერს პირველი ლედი.

მისი თქმით, არ დაწერს იმ სიტყვებს, რომლებიც მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ლიზა მოკლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share