ინტელექტუალური მმართველობა ხორციელდება… ივანიშვილის ჩართულობა არსად არ ჩანს” – გია ვოლსკი

მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი, NYT-ის სტატიას ბიძინა ივანიშვილზე “ტვ პირველთან” ასე ეხმაურება:

“არის სტატიები, ზოგი შეკვეთილია და ეს არც არის დასამალი, მიღებული ფორმაა. მართებულია თუ არა რაც წერია სტატიაში? არ არის მართებული. საკმაოდ ინტენსიური, ინტელექტუალური მმართველობა ხორციელდება… ივანიშვილის ჩართულობა არსად არ ჩანს.

ბიძინა ივანიშვილის თემა შემოტანილია სპეციალურიად, რომ როგორმე იქნებ გადაიფარიოს ის რეალობა, რაც გვაქვს.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share