ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, უკრაინის ომში 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ უკრაინასაც მსგავსი ზარალი ექნება.
მისი შეფასებით, დაღუპულია დაახლოებით 40 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე.
“ეს არის ადამიანური ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბი”, – თქვა Reuters-ის ცნობით მან.მილის არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ მოიპოვა ეს ინფორმაცია.